LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნუცა იყო თეთრი მაისურით და ფორთოხლისფერი მიკროფონით” – როგორ გაიცნეს ერთმანეთი აჩიკო სოლოღაშვილმა და ნუცა ქავთარაძემ

160
BeFunky-collage - 2022-11-01T233311.335

ტელეწამყვანები და ცოლ-ქმარი აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ერთმანეთის გაცნობის ისტორიას “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში იხსენებენ.

როგორც აჩიკო აღნიშნავს, პირველად ნუცას ტელეკომპანია “რუსთავი 2-ში” შეხვდა.

“როდესაც “მაკბეტის” გასტროლიდან დავბრუნდით, ნუცა იყო თეთრი მაისურით და ფორთოხლისფერი მიკროფონით. მაშინ მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა. სიმპათია გაგვიჩნდა და მას შემდეგ ორი წელი გავიდა. რუსთავი 2-ში რომ მოვედი ნუცა დამხვდა აქ”, – იხსენებს აჩიკო სოლოღაშვილი.

როგორც ნუცა ამბობს, აჩიკო პირველად ტელევიზიაში არ უნახავს, რადგან მას სცენაზე ხშირად ხედავდა.

“როდესაც აჩიკო სოლოღაშვილი ჩავწერე, ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი”, – ამბობს ნუცა.

როგორც წყვილი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო.

“თავიდან ყველაფერი მეგობრობით დავიწყეთ. 2 თვეში ხელი მთხოვა და 5 თვეში ცოლად გავყევი. შემდეგ 11 წელია ერთად ვართ”, – საუბრობს წყვილი.

ამავე თემაზე:

აჩიკო სოლოღაშვილისა და ნუცა ქავთარაძის ჰარმონიული ოჯახი: „არც მიფიქრია სხვანაირ ცოლზე… მიყვარს ძლიერი და ჭკვიანი ქალები…“

აჩიკო სოლოღაშვილი: „რაც მამა გავხდი, რაღაცების შემეშინდა…“

ვიდეო: აჩიკო სოლოღაშვილი „რუსთავი 2“-ზე ახალ გადაცემას წაიყვანს

„არ მინდოდა დღეს ეთერში შემოსვლა… კრიმინალია ასეთი სილამაზე“ – რა უთხრა ეთერში აჩიკო სოლოღაშვილმა ქრისტინე იმედაძეს

მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი შვილის ფოტოსა და ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები