LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკა ყარალაშვილი უმაკიაჟოდ WMagazine-ის ობიექტივში – „ჩემი საყვარელი წიგნი „გრეის 50 ელფერია“

1605

„მიუხედავად აზიასა და ევროპაში მოგზაურობისა თინეიჯერობისას, სადაც ლუქბუქების გადაღებებსა და ჩვენებებში მონაწილეობდა რობერტო კავალისთვის, დონა კარანისა და ანტონიო მარასისთვის, მოდელი ნუკა ყარალაშვილი აღნიშნავს, რომ მისი ფავორიტი ქალაქი მისი მშობლიური თბილისია. მისი ეროვნული სიამაყეა, როდესაც ის „მის საქართველოდ“ დაასახელეს, რაც ათწლიანი კარიერის განმავლობაში, ნუკას თქმით, ყველაზე დიდი მიღწევაა“, აღნიშნავს WMagazine ნუკა ყარალაშვილზე სუბრისას.

როგორც გამოცემა დასძენს, ნუკას კარიერა ძალიან შორსაა დასრულებისგან, რადგან ის მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე დღეში ექვს შოუზე გამოდის.

ინტერნეტგამოცემა „მის საქართველოთი“ დაინტერესდა და რამდენიმე პირადი კითხვა დაუსვა მას.

რას აკეთებ განსატვირთად შოუს შემდეგ:

მიყვარს კითხვა. ვკითხულობ ინგლისურ წიგნებს, ასე ვსწავლობ ენას, ახალი სიტყვების ნახვით. ძირითადად მაინც ძილი მჭირდება ენერგიის აღსადგენად, თუკი ყველა არ მიდის სადმე, მაშინ მეც მათთან ერთად მივდივარ.

საყვარელი წიგნები:

ძალიან მიყვარდა ემი უაინჰაუსის ბიოგრაფია, რომელიც მამამისმა დაწერა მის შესახებ, ძალიან ემოციურია. ასევე „გრეის 50 ელფერი“.

საყვარელი ქართველი დიზაინერები:

ანუკი და ლადო ბოკუჩავა. უამრავი წელია, მათ ვიცნობ და ყველა მათ შოუზე გამოვსულვარ. ძნელია იმის თქმა, რომელიც უკეთესი, ორივეს თავიანთი ინდივიდუალური სტილი აქვთ.

სამი ნივთი, რომელიც ჩანთაში სულ გაქვს:

ტელეფონი, ტუჩების დამარბილებელი, ყურსასმენები.

შოუმდე რა მუსიკას უსმენ?

„ჯამიროქუაის“ – მიყვარს ჯაზროკი. ასევე Earth, Wind, and Fire-ს.

სად ხედავ შენს თავს ხუთი წლის შემდეგ?

ძალიან ძნელია თქმა, განსაკუთრებით, საქართველოში. აქ ბევრი რამ იცვლება. დავამთავრე საერთაშორისო ტურიზმის ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში, ვფიქრობ, ამ პროფესიით რაღაც გავაკეთო. ვლაპარაკობ ქართულად, რუსულად, იტალიურად და ინგლისურად და მინდა, შევისწავლო ბრაზილიური პორტუგალიური.

სავარჯიშო რუტინა:

ალბათ, სიურპრიზი იქნება, მაგრამ არ ვარ ვარჯიშით აქტიურად დაკავებული. ჩემი მაქსიმუმი არის ქუჩებში სიარული!

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g