LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ

53252
timthumb (1)

ერთი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.სასწააფო დახმარება ადგილზე დროულად მივიდა, მაგრამ ტატას გარარჩენა ვერ მოახერხეს.

"ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს, გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც შეძრა მთელი საქართველო"

ნუკრი რევიშვილის მეუღლე თიკო ჩხეიძე ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. შეგახსნებთ, რომ მათი უფროსი ქალიშვილი, ულამაზესი გოგონა ტატა უბედური შემთხვევის – დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. თიკო ჩხეიძე ტატას ფოტოს აქვეყნებს და წერს: ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკირი იყოს მეამაყება თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება რომ გყავს ისეთი შვილი რომელმაც შეძრა მთელი საქართველო […]

ტატაზე რა გითხრათ..ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა ის იყო ტატა რევიშვილი ის თვითონ ქმნიდა ამინდს მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა ალბათ იმიტომ რომ,მასთან ვერასდროს მოიწყენდი..ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას…
დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის- წერდა შვილმკვდარი დედა სოციალურ ქსელში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ.

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე ეკლესიურად ცხოვრობენ და ქარელში, ძამის ხეობაში, სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის მრევლი არიან. წყვილი თავს დატეხილ უბედურებამდე ხშირად დადიოდა სარკინეთში. ბოლო ერთი წელი კი ფაქტობრივად სულ იქ არიან და შვილის სახელზე ახალ ტაძარს, არც მეტი და არც ნაკლები, საკუთარი ხელით აგებენ.

“ჩვენმა ბერმა გადაწყვიტა ტაძრის აშენება ტატიანას სახელზე. ჩვენთვის არაფერი უთხოვია, ბუნებრივია, ჩვენც გამოვთქვით დახმარების სურვილი. ყოველთვის მეშინოდა ტაძრის აშენების (ნუკრის ბევრჯერ გამოუთქვამს სურვილი), ახლა ამ შიშმა სადღაც მიიძინა. ერთი მიზანი დაგვესახა, რომ დავეხმაროთ მამა ანუბის და ერთად ავაშენოთ კიდევ ერთი ლამაზი ტაძარი საქართველოში”, – დაწერა თიკო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ.

ტაძარი, რომელიც ძამის ხეობაში ტატიანა რევიშვილის სახელზე შენდება, წმინდა ნიკოლოზის სახელობის იქნება. ის კახეთში მდებარე ტაძრის, კვეტერას, ანალოგი გახლავთ. ბერი კი, რომელსაც თიკო ახსენებს, მამა ანუბი მენაღარიშვილია – რევიშვილების უმცროსი შვილის ნათლია.

მამა ანუბი “სარკეს” მოუყვა, რა ძალა აქვს შვილის სახელზე აგებულ ტაძარს და როგორ აგრძელებს ცხოვრებას ცოლ-ქმარი 9 წლის სიცოცხლით სავსე გოგონას დაკარგვის შემდეგ.

ქრისტიანული სწავლებით, ბავშვი უცოდველია. ტატა კი ისედაც ძალიან გამორჩეული ბავშვი იყო. მას არ სჭირდებოდა ჩვენგან ამ ტაძრის აშენება. ეს უფრო მეტად ჩვენ, ადამიანებს, გვჭირდება და, მით უმეტეს, ტატას ოჯახის წევრებს, რომლებსაც მის გარეშე მოუწიათ ცხოვრების გაგრძელება.

ამ ტაძრის აშენება უდიდესი მადლია ტატას მშობლებისთვის, რადგან ისინი ახლა ზრუნავენ თავიანთი შვილის და სხვათა სულისთვის. ეკლესიის კედლებს შეუძლიათ ძალიან დიდი სულიერი სარგებელი მოუტანონ ადამიანებს. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამ კედლებში გაცოცხლდა ამ ბავშვის სახელი და ამ კედლებთან ერთად იარსებებს ბოლომდე, სანამ ეს ტაძარი იქნება. ამაზე დიდ სიკეთეს და მადლს ვერავინ გააკეთებს- ამბობს მამა ანუბი

„დედა ყვიროდა, შვილო, არ მოკვდეო და ტატიანას ეხუტებოდა…“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები