LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Numbeo-ს გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების ფასების სტატისტიკაში საქართველოს ორი ქალაქი მოხვდა

113
Numbeo

მონაცემთა ერთ-ერთმა უმსხვილესი ბაზამ Numbeo, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების, უძრავი ქონების ფასებისა და საარსებო მინიმუმის შესახებ აგროვებს ინფორმაციას, 269 ქალაქის გარეუბნებში საცხოვრებელი ბინების ფასების შესახებ სტატისტიკა განაახლა. რეიტინგში საქართველოს ორი ქალაქიც მოხვდა.

ანგარიშის თანახმად, თბილისის გარეუბნებში 1 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ფასი 1057 აშშ დოლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლით საქართველოს დედაქალაქი რეიტინგში 227-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება 243-ე ადგილზე მყოფ ბათუმს, აქ ბინების ფასი 1 კვ.მ-ზე 886 აშშ დოლარს აჭარბებს.

როგორც ირკვევა, რეგიონში საცხოვრებელი ბინა ყველაზე ძვირი მოსკოვშია. 99-ე ადგილზე მოხვედრილ რუსეთის დედაქალაქში 1 კვ.მ-ის ფასი 3268 აშშ დოლარს უტოლდება. რეიტინგში 169-ე ადგილზეა სტამბოლი, სადაც საცხოვრებელი ფართის საშუალო ფასი 1712 აშშ დოლარია. 171-ე ადგილი დაიკავა ერევანმა – 1 კვ.მ-ზე 1639 აშშ დოლარით. აზერბაიჯანის დედაქალაქი კი, 237-ე ადგილით, რეგიონის დედაქალაქებს შორის გარეუბნებში ყველაზე იაფი ბინების მქონე აღმოჩნდა, კერძოდ, ბაქოს გარეუბანში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 980 აშშ დოლარს აღწევს.

რაც შეეხება მსოფლიოს, საცხოვრებელი ფართი ყველაზე ძვირი ჰონგ-კონგში ღირს (ჩინეთი) – 1 კვ.მ-ის ფასი 17 519 აშშ დოლარითაა განსაზღვრული, ყველაზე იაფი კი – ალექსანდრიაში (ეგვიპტე), აქ 1 კვ.მ-ის ღირებულება 271 აშშ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g