კომპოზიტორ ნუნუ დუღაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართება. ღონისძიება 13 დეკემბერს „გარდენ ჰოლშია“ დაგეგმილი. მასში ქართული ესტრადის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
ნუნუ დუღაშვილი „იმედის დილას“ ესტუმრა და კონცერტი შესახებბ ისაუბრა:
„ისეთი ადამიანი აკეთებს ამ კონცერტს, მაგდა ნიკოლეიშვილი, რომ პირველად ცხოვრებაში სრულიად მშვიდად ვარ. ეს არის ნამდვილი ქართული ნიჭი, რომელსაც ჩვენ არაფრად ვაგდებთ. ხუმრობაც მიდნა ჩავრიო – მას დუღაშვილოლოგს ეძახიან. მე დამავიწყდა ის სიმღერები, მან კი ყველაფერი იცის“.
გადაცემის სტუმარმა, ნუკრი კაპანაძემ აღნიშნა, რომ ნუნუ დუღაშილი ეპოქალური კომპოზიტორია.