LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„20 წლით უფროსი ვარ 70-ზე, სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი, მავიწყდებოდა.. სიკვდილის არ მეშინია“ – ნუნუ დუღაშვილი

4888
ფორტუნა (15)

გადაცემაში „ნოესთან“ კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი იმყოფებოდა.

ნუნუ დუღაშვილმა, კითხვაზე, თუ რამდენი წლისააა, კითხვით უპასუხა:

რამდენს მომცემ?

ნოე:

70-მდე.

ნუნუ დუღაშვილი:

ხო, დაახლოებით, 20 წლით უფროსი ვარ 70-ზე.

სანამ ამას დავუფიქრდი, არ ვამბობდი, რომ 90 წლის ვიყავი. მავიწყდებოდა,  და როგორც კი დავფიქრდი, ჩემ თავს ვუმეორებდი, რა 70 და 80, 90 წლის ხარ – მეთქი. ძალიან ბევრს რომ ვლაპარაკობ ახლა მჯერა, რომ 90 წლის ვარ.

ნოე:

ყველას ვუსურვებ, რომ 90 წლის ასაკში ასე გამოიყურებოდნენ. ღმერთმა კიდევ დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი.

ნუნუ დუღაშვილი:

როგორ შეიძლება, ამაზე დიდხანს ვიყო. სიკვდილის არ მეშინია, მე მჯერა, იქ ზემოთ დიდი ღმერთის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები