შერი ნიუ-იორკის აეროპორტში გადაიღეს და მისმა გამოჩენამ, როგორც ყოველთვის დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. 78 წლის ლეგენდარული მუსიკოსი შესანიშნავად გამოიყურებოდა. მან ტრადიციას არც ამჯერად უღალატა და თანამედროვე „ლუქი“ მოირგო.
ამ დღეს არტისტსა და მსახიობს თავისუფალი სტილის შარვალი და შავი დუტის ქურთუკი ამშვენებდა. აღნიშნულ „ლუქს“ შერიმ „ქოვბოის“ ქუდი შეუხამა.
„ნუთუ ეს ქალი 78 წლისაა?!“, „შესაშურ ფორმაშია“, „წარმოუდგენლად ახალგაზრდულად გამოყურება“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, საკულტო არტისტმა მემუარები, Cher: The Memoir გამოუშვა, სადაც ის საკუთარ რეალურ ამბებს პირველად ჰყვება. ნამუშევარში მუსიკოსის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმურ დეტალებს გაეცნობით.
78 წლის შერი კვლავ გაქერავდა – უახლესი ფოტოები
შერი თავის მემუარებში ტრანსგენდერი ვაჟის შესახებაც გვიამბობს