LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

78 წლის შერი კვლავ გაქერავდა – უახლესი ფოტოები

132
page

„ოსკაროსანი“ მსახიობი და მომღერალი შერი პაპარაცებმა ნიუ-იორკის სასტუმროსთან გადაიღეს. 78 წლის მუსიკოსი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა კლასიკურ ნაცრისფერ ორეულში, პიჯაკისა და შარვალში, რასაც გემოვნებით შეუხამა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ შერიმ იმიჯი შეიცვალა და ქერათმიანი გახდა. შერი ბედნიერი ჩანდა, როცა მანქანიდან გადმოსულს, ქრეიგ კასტალდო შეხვდა, ეს ადამიანი, რომელსაც ყველა იცნობს ფსევდონიმით Radio Man, ცნობილია იმით, რომ უსახლკაროა და თითქმის ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავთან აქვს ფოტო გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ შერი მემუარების გამოსაშვებად ემზადება. 70 წელზე მეტი ხნის შემდეგ, საკულტო არტისტი საკუთარ რეალურ ამბებს თავად, პირველად მოჰყვება. ნამუშევარში მუსიკოსის პირადი ცხოვრების, მათ შორის ინტიმური დეტალების, ასევე კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენები იქნება მონათხრობი. ამასთან, მკითხველი შემსრულებლის პირადი არქივიდან ექსკლუზიურ ფოტომასალასაც იხილავს.

შერი თავის მემუარებში ტრანსგენდერი ვაჟის შესახებაც გვიამბობს

78 წლის შერიმ წვეულებაზე წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და დაეცა

თინეიჯერივით გამოწყობილი შერი და 78 წლის არტისტზე უგონოდ შეყვარებული ალექსანდერ ედვარდსის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები