აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვაშინგტონის შტატის ბეისბოლის ახალგაზრდულ აკადემიას ესტუმრა.
ობამამ ბავშვებთან ითამაშა და გულიანი სიტყვით მიმართა: „თუ დაუღალავად იშრომებთ და მწვრთნელებს დაუჯერებთ, მაშინ დიდ საქმეებს გააკეთებთ. შევთანხმდით?! მოკლედ, მე კიდევ დაგაკვირდებით. მგონია, რომ თითოეული თქვენთაგანი რაღაც მნიშვნელოვანს გააკეთებს“, – უთქვამს 57 წლის ექს პრეზიდენტს.
მერე კი ტვიტერზეც დაწერა: „მაგარია აქ მოსვლა. მადლობა, რომ მომიწვიეთ, მადლობა აკადემიას ასეთი მუშაობისთვის“.
ობამა აშშ-ს პრეზიდენტი 2009 წლიდან 2017 წლამდე იყო.
Yesterday, President @BarackObama visited #NatsAcademy to play games with our students & shop the farmer's market.
The Academy uses baseball & after-school enrichment to foster character development, academic achievement, and improved health among underserved youth in D.C. pic.twitter.com/vGPanAiYFW
— Nats Youth Academy (@NatsAcademy) May 23, 2019