LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ობამეიანგს სახლში შეუვარდნენ და ცემეს

47
0_Aubameyang4 (1)

„ბარსელონას“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი მისი სახლის გაძარცვის დროს ცემეს. ამაზე La Sexta წერს.

თავდასხმა ბარსელონას გარეუბანში ღამით მოხდა. ფეხბურთელის სახლში 4 მძარცველი შევარდა, რომლებიც მას და მის ოჯახს ემუქრებოდნენ.

წყაროს ცნობით, ბოროტმოქმედებმა ცემეს ფეხბურთელი და აიძულეს სეიფი გაეხსნა, სადაც ძვირფასეულობას ინახავდა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

ობამეიანგს წუხელ „ბარსელონას“ რიგებში არ უთამაშია, თუმცა სათადარიგოთა შორის იყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები