LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოცნებამ” უმცირესობის კვოტა “ნაცმოძრაობასა” და “პატრიოტთა ალიანსს” შორის გადაანაწილა

129

14 საპარლამენტო კომიტეტიდან უმცირესობის კვოტით 11-ში მოადგილედ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, სამში კი “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები აირჩიეს. რაც შეეხება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში უმცირესობის კვოტით ასარჩევ კანდიდატებს, “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი აბესაძის, ხოლო”პატრიოტთა ალიანსიდან” ემზარ კვიციანის კანდიდატურა განიხილება.

წინასწარი ინფორმაციით, კომიტეტის წევრები მხარს ირაკლი აბესაძეს დაუჭერენ. კონსულტაციები მიმდინარეობს და ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაიკავებს უმრავლესობის კვოტით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისთვის გათვალისწინებულ თანამდებობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტსა და იურიდიულ კომიტეტში.

იურიდიული კომიტეტი ერთადერთი აღმოჩნდა, სადაც კომიტეტის წევრებს არჩევანი “პატრიოტთა ალიანსიდან” ნატო ჩხეიძესა და “ნაციონალური მოძრაობიდან” ოთარ კახიძეს შორის უნდა გაეკეთებინა. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ ნატო ჩხეიძეს დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ნატო ჩხეიძის საპრლმენტო გამოცდილება, რადგან ის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო და ასევე, ქალი მოადგილის არჩევა გენდერული ბალანსის დასაცავად მნიშვნელოვანია.

უმცირესობის მიერ დასმულ კითხვაზე – რა იქნება ნატო ჩხეიძის პრიორიტეტული მიმართულება კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობისას, უპასუხა, რომ დებულებით განსაზღვრულია ყველა გამოწვევა, რაც ქვეყნის წინაშე დგას და ის სწორედ დებულებით იხელმძღვანელებს. ჩხეიძისთვის გამყოფი ხაზი მნიშვნელოვან და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს შორის არ იქნება, რადგან კომიტეტის მიერ განხილული ყველა საკითხი იქნება მნიშვენლოვანი. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ქართული ოცნებიდან გედევან ფოფხაძე და რატი იონათამაშვილი და ოპოზიციიდან გიორგი ტუღუში, აირჩიეს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად ქართული ოცნებიდან ვანო ზარდიაშვილი და პატრიოტთა ალიანსიდან ნატო ჩხეიძე აირჩიეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების მოადგილეებად აირჩიეს “ქართული ოცნებიდან” ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი, “ნაციონალური მოძრაობიდან” კი სალომე სამადაშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად “ქართული ოცნებიდან” ბექა ნაცვლიშვილი, ირინა ფრუიძე და ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი კანდელაკი აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები “ქართულო ოცნებიდან” გურამ მაჭარაშვილი და შალვა კიკნაველიძე იქნებიან. უმცირესობის კვოტით კი “ნაციონალური მოძრაობიდან” ხათუნა გოგორიშვილი.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი იქნება, უმცირესობის კვოტით კი სერგო რატიანი.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, უმრავლესობის კვოტით ირაკლი შიოლაშვილი, ხოლო “ნაციონალური მოძრაობიდან” ლაშა დამენია იქნება.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი, უმრავლესობიდან ენძელა მჭავარიანი, ხოლო “ნაციონალური მოძრაობიდან” აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები უმრავლესობიდან გიორგი ბეგაძე და რევაზ არველაძე იქნებიან, პატრიოტთა ალიანსიდან კიგელა მიქაძე.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებად სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ლომია აირჩიეს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ერეკლე ტრიპოლსკი იქნება, უმრავლესობიდან მერაბ ქავარაია, ხოლო უმცირესობიდან მამუკა ჩიქოვანი.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება, მოადგილე ირაკლი ბერაია, ხოლო უმცირესობიდან რომან გოცირიძე აირჩიეს.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე უმრავლესობიდან დიმიტრი ხუნდაძე და ლევან კობერიძე იქნებიან. “ნაციონალური მოძრაობიდან” კი გიორგი წერეთელი იქნება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი იქნება, უმრავლესობიდან ირაკლი აბუსერიძე, უმრავლესობიდან კი ზაზა კედელაშვილი აირჩიეს.

ავტორი ქეთი გიგოლაშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g