LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებას“ ალბათ ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვიმტყუნოს ნერვებმა“ – ქეთათო ჩარკვიანი

304
ქეთათო ჩარკვიანი

„რა თქმა უნდა, ვფიქრობდი და არ გამკვირვებია, რომ ხელისუფლება ძალას გამოიყენებდა“, – ამის შესახებ მომღერალმა ქეთათო ჩარკვიანმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, მმართველ გუნდს „ნერვებმა უმტყუნა“.

ამასთან, როგორც ქეთათო ჩარკვიანმა აღნიშნა, დღევანდელი დღე მისთვის ემოციურია ვინაიდან, დღეს, 19 ნოემბერს, ირაკლი ჩარკვიანი 63 წლის გახდებოდა.

ვაჟა სირაძე: „სირცხვილია, როდესაც აქციის მონაწილეები ამას კადრულობენ – პოლიციას დრონით საღებავს ასხამენ“

„შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცია მაქ­სი­მა­ლურს გა­ა­კე­თებს, რომ ყო­ველ­გვა­რი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­რე­შე, მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­და­ვიდ­ნენ გზი­დან.“

„დღეს ჩეთვის რაღაცნაირი დღეა, დღეს ირაკლის დაბადების დღეა, 63 წლის გახდებოდა. თან სულ მინდა აქ ვიყო და თან ვფიქრობ, ეს ყველაფერი რისთვის, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. ალბათ, მაინც აქ უნდა ვიდგეთ. შეიძლება დიდი ვერაფერი ვერ შევცვალოთ, ერთი შეხედვით, მაგრამ სახლში ჯდომა შეუძლებელია.

სახალხო დამცველი: „როცა შსს-მ აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო, აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს და ჯდებოდა შეკრების თავისუფლების სტანდარტებში“

ერთი დღე იყო გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი და მელიქიშვილი და ვფიქრობდი, ნეტა, როდის მოხდება ის, რაც უნდა მოხდეს. 6:00 საათისკენ მოხდა, ის რაც ვიხილეთ.

„ქართულ ოცნებას“ ალბათ ნერვებმა უმტყუნა, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვიმტყუნოს ნერვებმა და მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, თორემ ყველაფერი აზრს კარგავს“, – ამბობს ქეთათო ჩარკვიანი.

ზურაბ ჯაფარიძე: „თუ არ ვარღვევდით 2 დღე-ღამის განმავლობაში, არ ვარღვევდით არც დღეს დილით – მოვარდნენ ველურებივით და დაგვარბიეს – ეს ქცევა ტიპური რუსული „ომონის“ ქცევაა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g