მომღერალი ირმა სოხაძე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ, ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, იმ საფრთხეებზე მიუთითებს, რასაც მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი შეიცავს.
როგორც ირმა სოხაძე ambebi.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, კანონის ამოქმედების შემთხვევაში არის საფრთხე, ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ისე განვითარდეს, როგორც რუსეთში.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- თქვენ ხომ ბევრს იცნობთ „ოცნებიდან“ და არ გქონიათ პირადი საუბარი კანონთან დაკავშირებით?
„ნუ გეშინია, გადასარევი კანონიაო, ყველა მარწმუნებს. კანონიც წავიკითხე, რუსულიც ვიცი რა არის, რა საფრთხეებია. რომ არის საფრთხე იგივე სცენარი განვითარდეს, როგორც რუსეთში არის საფრთხე რომ მალე აღარ იყოს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური აზრი. დღეს მაჭარაშვილმა თქვა, უკლებლივ ყველა უნდა გასამართლდეს, ვინც ამ კანონს აკრიტიკებსო. კარგად გვქონია საქმე“, – ამბობს ირმა სოხაძე.
ინტერვიუ ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე
გურამ მაჭარაშვილი: ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას
„ქართველი ხალხი იმსახურებს, ბოლოსდაბოლოს, იცოდეს იმ ადამიანების სახელები და გვარები, ვინც არ ასვენებს ამ ქვეყანას“