LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების დეპუტატი: პრემიერმინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერმინისტრი

92
BeFunky-collage (10)

თქვენ გულისხმობთ, რომ ამდენი ხანია, რომ ვითხოვთ, რომ ევროკავშირში მიგვიღონ და როგორც იქნა ევროკავშირმა პირველად მთელ ისტორიაში თქვა, რომ კი, თქვენ გაქვთ ევროპული პერსპექტივა, ეს არის გადახვევა?,- ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის 78-ე მუხლს არღვევს.

“[…] მე ვთვლი, რომ პრემიერმინისტრი არის ძალიან კარგი პრემიერმინისტრი. მე არ ვიცი, არ მომისმენია, რა თქვა ქალბატონმა სალომემ, მე რაც მკითხეთ, გითხარით. მისი მოსაზრებები, ასე არის თუ არ არის ასე, ეს მას უნდა ჰკითხოთ”, – ამბობს დეპუტატი ფორმულასთან.

სალომე ზურაბიშვილის გაკეთებული განცხადებები: 

37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე – 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია, არა მაღალი დონის ვიზიტი, არა კონტაქტები, არა იქით, არა აქეთ – წავიდეს სხვაგან – ზურაბიშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრს შევთავაზე, რადგან მის გარდა არავინ აღარ მესაუბრება, რომ გავინაწილოთ დედაქალაქები და ყველგან ჩავიდეთ, პასუხი არ მიმიღია – ზურაბიშვილი

მე არ ვიცი, სად დადიან ევროპაში, ვის ხვდებიან, მე არ მინახავს მმართველი გუნდის აქტიური სამუშაო ევროპარლამენტთან, თუ ვინმე იყო ჩასული და შეხვდა ევროპელებს, მე ვარ, თუ ვინმე იყო ამერიკაში მე ვარ და არსად გამიგია არცერთი მოთხოვნა, რომ ჩაერთეთ ომში – პრეზიდენტი

მიდის ანტიდასავლური რიტორიკა იმ დროს, როცა რუსეთის მიმართ არის სიჩუმე, როცა ვუყურებთ რა ხდება აფხაზეთში, ბიჭვინთაში, საქართველოს არ ეხება? – ზურაბიშვილმა კობახიძე-მდინარაძის ციტატები წაიკითხა

არ მინახავს, პრემიერი წერდეს კომისიის თავმჯდომარეს, რომ გაემიჯნოს ევროპარლამენტს, როცა გამიჯნულია ისედაც, ეს ნიშნავს, რომ ინსტიტუტების არ გვესმის არაფერი – პრეზიდენტი პრემიერზე

ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, აქაც მოვითხოვ და ცალკეც, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაც იყოს მონაწილე ამ ჯგუფებში – ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორის როლი შეასრულოს

სალომე ზურაბიშვილი გვარამიას შეწყალებაზე – დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე, სამი ადამიანი შევიწყალე: უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა – გასამდა და დამთავრდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g