LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნების“ დეპუტატი: საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები ჰაერივით სჭირდება, სხვანაირად ვერ იარსებებს

175
ბეჟან წაქაძე

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ბეჟან წაქაძის აზრით, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობები „ჰაერივით სჭირდება“ და სხვანაირად ის ვერ იარსებებს.

როგორც წაქაძემ აღნიშნა, „თუ ისინი [ევროკავშირი] ჩვენი პარტნიორები არიან, ეს უნდა გაიგონ, რადგან სხვანაირად ჩვენ გაგვიჭირდება და ვერავინ გვეხმარება“:

„დაველოდოთ რას იტყვიან. დარწმუნებული ვარ, თუ ისინი ანალიზს გააკეთებენ, თუ რას აკეთებს საქართველო და როგორ სჭირდება ეს, სხვანაირად ჩვენ ვერ ვიარსებებთ.

ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვერ ჩავერთვებით იმ რეგულაციებში, რაც ევროპამ დააწესა და ეს იციან.

შალვა პაპუაშვილი: მორალური პიედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს - ყველამ საკუთარ ქვეყანას გადახედოს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან

„სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს აქ ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები“

თვითონ ევროპა იძულებულია, ყველაზე საჭირო პროდუქცია მისგან [რუსეთისგან] იყიდოს, მაგალითად, ამერიკელები ყიდულობენ სასუქს, ევროპელები გაზს, უამრავ პროდუქტს სხვადასხვა ლითონებს და ა.შ.

და რატომ ყიდულობენ, რადგან ეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ ასევე ჩვენ გვესაჭიროება ურთიერთობა ყველა იმ ქვეყანასთან, რომელსაც ჩვენი პროდუქცია სჭირდება“. – განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

mazda magti 5g