პარლამენტი მეორე მოსმენით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს იხილავს.
“ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ “ეს სასაცილო კანონი დღის წესრიგიდან უნდა მოიხსნას.
სხდომაზე სიტყვის გამოვიდა “ოცნების” დეპუტატი” ირმა ზავრადაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში “აშკარად სჭირდებათ ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც”.
“ადმინისტრაციასთან მექნება თხოვნა, სიტუაცია ისე მიდის, რომ შტატის დამატებაზე იქნება ინიციატივა გასაკეთებელი, იმიტომ, რომ აშკარად გვჭირდება ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც პარლამენტში”. – განაცხადა მან.
ცნობისთვის, გარდა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა, საუბარია, რომ თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმონადგენელთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.
საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედება 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან იგეგმება.