LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნების ვაკანსია – კომპანია ეძებს მოგზაურებს, რომლებიც ავსტრალიას და ახალ ზელანდიას მოივლიან, თან ამისთვის სოლიდურ ანაზღაურებასაც მიიღებენ

58
Screenshot 2022-10-14 120135

ამერიკულმა კომპანიამ Deel, რომელიც სტატისტიკების შედგენითაა დაკავებული, ოცნების ვაკანსია გამოაცხადა. იძებნება „სოციალურ ქსელებში მოხეტიალე“ და შერჩეული კანდიდატი 6 თვის განმავლობაში სამოგზაუროდ წავა. მას მოუწევს რომ ახალი ზელანდია ან ავსტრალია ფურგონით მოიაროს და თავისი მოგზაურობა ინტერნეტში გააზიაროს. ინფორმაციას ამის შესახებ cnbc.com ავრცელებს.

განცხადებაში დაზუსტებულია, რომ ახალი თანამშრომელი სპეციალურ ფურგონ Deel Mobeel-ში იცხოვრებს. გზად ის Deel-ის კლიენტებთან თუ კოლეგებთან ონლაინ შეხვედრებს ჩაატარებს და კონტენტს სოციალურ-ქსელებში გამოაქვეყნებს.

კომპანია მას ძალიან კომფორტულ ფურგონს შესთავაზებს, გადაუხდის ყველა ხარჯს იქნება ეს საწვავი, საკვები, პარკინგი თუ სხვა საჭიროებები. გარდა ამისა, მოხეტიალე მოგზაური ხელფასს 5 ათას დოლარსაც მიიღებს.

ვაკანსიის მიღების მსურველები ინგლისურ ენას უნდა ფლობდნენ, პრიორიტეტების ეფექტურად განაწილება უნდა შეეძლოთ და ახალი ინფორმაციის მისაღებადაც უნდა იყვნენ მზად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები