LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდესაში უკრაინელმა სამხედროებმა, სანგრების გათხრის დროს უძველესი ამფორები აღმოაჩინეს

553
აღმოჩენა ოდესაში

ოდესის ერთ-ერთი თავდაცვის ბრიგადის მებრძოლები სამხედრო-საინჟინრო სამუშაოების წარმოებისას, უძველესი ცივილიზაციის კვალს წააწყდნენ. როგორც უკრაინული მედია წერს, სამხედროებმა სანგრების გათხრის დროს, უძველესი ამფორები აღმოაჩინეს. წინასწარი შეფასებით, ჭურჭელი დაახლოებით ძვ.წ. IV-V საუკუნეებშია დამზადებული.

ფრთხილად შეგროვებული უძველესი არტეფაქტები უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ოდესის არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომლებს გადაეცათ. მეცნიერების განცხადებით, ისინი არტეფაქტებს შეისწავლიან და  შემდეგ მათ მუზეუმის კოლექციას დაამატებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g