LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდიშარია: „შოვის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მხოლოდ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესს ემსახურება.. რამენაირად შექმნან ნეგატიური დღის წესრიგი და მასზე იტივტივონ“

128
ბექა ოდიშარია

„საგამოძიებო კომისიის შექმნა ემსახურება მხოლოდ ურეიტინგო ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის ზედაპირზე რამენაირ არსებობას, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, არასოდეს ვუწყობდით ხელს და არც მომავალში შევუწყობთ“, – ასე ეხმიანება უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია ოპოზიციის ნაწილის მოთხოვნას, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

„გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც შოვში სტიქიას ემსხვერპლა“ – რომან გოცირიძე 

ოდიშარიას თქმით, „აღნიშნული მოთხოვნა ემსახურება მხოლოდ იმ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესს, რომლებსაც არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი არ აქვთ“.

„საჭირო თუ გახდება, პროკურატურაც და ყველა საგამოძიებო სტრუქტურა ჩაერთვება. თუ იმგვარი შედეგი დადგება, რომ საზოგადოებისთვისაც დარჩება შეკითხვები, შემდეგ შეიძლება ვიმსჯელოთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე.

როგორ წარმოგიდგენიათ გამოძიების პროცესში მყოფი გამომძიებლების დაბარება, მოწმეების დაბარება, მათ წინაშე პოლიტიკური კონცერტებისა და კორდებალეტების მოწყობა, ეს ხელს შეუწყობს თუ შეუშლის პროცესს?

ეს არ ემსახურება არც ჭირისუფლის ინტერესს, არც ყველა იმ გულწრფელი ადამიანის ინტერესს, რომელიც მართლაც თანაუგრძნობს დაღუპულთა ოჯახებს და, ზოგადად, თანაუგრძნობს მთელ საქართველოს ასეთი მძიმე დღეებისას.

ეს ემსახურება მხოლოდ იმ ხელმოცარული პოლიტიკოსების ინტერესს, რომელთაც არ აქვთ არანაირი პოზიტიური დღის წესრიგი, არც არასდროს ჰქონდათ და მოჩანს, რომ მომავალშიც არ ექნებათ, და ამიტომ ცდილობენ, რამენაირად შექმნან ნეგატიური დღის წესრიგი, ამ ნეგატიურ დღის წესრიგზე იტივტივონ ერთ ხანს, ვიდრე ეს ხელიდან არ გამოეცლებათ“, – თქვა ბექა ოდიშარიამ.

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შოშვი მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

9 აგვისტოს, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

ხაბეიშვილი: შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხზე ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები

ნაცვლიშვილი: „შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება“

მანჯგალაძე შოვის სტიქიაზე: „უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g