LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაბედოს „ქართულმა ოცნებამ“ და საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს, პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც შოვში სტიქიას ემსხვერპლა“ – რომან გოცირიძე

137
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (2)

„გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს – პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა!“ – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ხაბეიშვილი: შოვის ტრაგედიაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა უმნიშვნელოვანესია, ამ საკითხზე ყველანი უნდა ვიყოთ ერთიანები 

მისი თქმით, ქვეყანაში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტიქია თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ღვარცოფების მოვარდნის შედეგად 170-მდე ადამიანია დაღუპული.

„გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რასაც პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს ადგილი – იქნება მინისტრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარება თუ კომიტეტზე დაბარება, სადაც არ მოდიან რადგან საკომიტეტო მოსმენა უფრო მწვავე შეიძლება იყოს და ეშინიათ.

თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება.

პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას, როცა აპირებენ ხელი შეუშალონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ, სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ნაცვლიშვილი: „შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება“

შეგახსენებთ, 3 აგვისტოს, შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შოშვი მომხდართან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს.

9 აგვისტოს, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორი მთავარი კითხვა არსებობს: იყო თუ არა შესაძლებელი რაჭის ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული შეტყობინების სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

მანჯგალაძე შოვის სტიქიაზე: „უნდათ საზოგადოებას დააჯერონ, რომ ასეთი სტიქია რვა წუთში შეიქმნა და არანაირი წინასწარი ნიშნები არ არსებობდა“

თავდაცვის მინისტრი: „ვერტმფრენებს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონია – მეტი გვეყოლებოდა, თუ არა“

პაპუაშვილი: „შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა.. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g