LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდრი ჰეპბერნის გამონათქვამები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გაიგოს

1236

ოდრი ჰეპბერნს წარდგენა არ სჭირდება. მსახიობის სილამაზესა და სიკეთეზე ლეგენდები დღემდე დადის. გთავაზობთ ლამაზმანის ცნობილ გამონათქვამებს, რომლებიც ყველა ქალმა უნდა გაიგოს:

 

  • თუ დახმარების ხელი გჭირდება, იცოდე: შენ ის უკვე გაქვს – საკუთარი. როდესაც გაიზრდები, მიხვდები, რომ ორი ხელი გაქვს: ერთი – საკუთარი თავის, ხოლო მეორე, სხვების დასახმარებლად.
  • იმისათვის, რომ ტუჩები ლამაზი იყოს – თქვი მხოლოდ ლამაზი სიტყვები. იმისათვის, რომ თვალები იყოს ლამაზი – ეძებე ადამიანებში მხოლოდ კარგი. იმისათვის, რომ ლამაზი ფიგურა გქონდეს – გაუნაწილე საჭმელი მშივრებს. თუ ლამაზი თმა გსურთ – მოაფერებინეთ ყოველ დღე ის ბავშვს.
  • ქალის სილამაზე არა ტანსაცმელში, ფიგურაში ან ვარცხნილობაშია, არამედ – თვალების ბრწყინვალებაში. თვალები გულის კარია, სადაც სიყვარული ცხოვრობს.
  • მე სულ ვიცოდი, რომ ბავშვობიდან არავის ვჭირდებოდი და ყოველთვის ეჭვი მეპარებოდა, რომ შესაძლოა ვცდებოდი. შოკოლადი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო, მას არასოდეს უღალატია.
  • ადამიანებს საგნებზე მეტად სჭირდებათ რესტავრაცია, პატიება, გაფრთხილება. არასოდეს არავინ არ გადააგდოთ!
  • მიყვარს ადამიანები, რომლებიც მაცინებენ. სიცილი ბევრ დაავადებას კურნავს და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამაც იყოს ადამიანის ცხოვრებაში.
  • მე მჯერა, რომ ბედნიერი გოგონებო ყველაზე ლამაზები არიან, კალორიების დაწვის საუკეთესო საშუალება – სიცილია. მჯერა, რომ ხვალ ახალი დღე იქნება… და მე მჯერა სასწაულების. მე ვარ ქალი, რომელსაც გაუმართლა.
  • სექსუალობა – ეს არის ის, რაც ქალის შიგნით იმალება. ის არ უნდა გამოფინო საქვეყნოდ. მე ვერასოდეს ვიამაყებ სოფი ლორენის ან ჯინა ლოლობრიჯიდას ფორმებით, მაგრამ ეს მარტო ფორმები არ არის. არ მჭირდება საძინებელი, რათა საკუთარი ქალურობა დავამტკიცო. მე შემიძლია ვიყო სექსუალური წვიმიან ამინდშიც, როდესაც ხიდან ვაშლს ვწყვეტ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები