სამეფო ოჯახმა პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის საშობაო ბარათი გაავრცელა. ეს არის პირველი მისალოცი ბარათი მას შედეგ, რაც უილიამმა და ქეითმა უელსის პრინცისა და პრინცესას ტიტული მიიღეს. ახალი ფოტო ძალიან სადა და თბილია, აქ მთავარი აქცენტი ოჯახურ ღირებულებებზე კეთდება. უილიამი და ქეითი საკუთარი სახლის ეზოში, შვილებთან ერთად არიან გადაღებულები.
ქეითს ფოტოზე ბრიტანული ბრენდის M.i.h Jeans-ის პერანგი აცვია, რომელიც მას 2019 წელსაც ეცვა. მაქსიმალურად სადად და დაბალბიუჯეტურ სამოსში გამოაწყვეს მონარქებმა შვილებიც, პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პატარა ლუი.
პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის რომანტიკული ფოტოები კულისებიდან – წყვილი სიყვარულს ასხივებს