როგორც ჩანს, ბოლო ათლწლეულის განმავლობაში ადამიანების ცხოვრებაში შინაური ცხოველების როლი საგრძნობლად გაიზარდა. როგორც აშშ-ში ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა კვლევამ უჩვენა, დღესდღობით ადამიანები თავიანთ შინაურ ცხოველებს დღესდღეობით გაცილებით დიდ როლს ანიჭებენ. გამოკითხვამ, რომელშიც 13 ათასი ადამიანი მონაწილეობდა უჩვენა, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ოთხფეხა მეგობარს ოჯახის სრულფასოვან წევრად აღიქვამს.
კვლევის მონაწილეთა 72% არ მალავს, რომ ხშირად მეგობრებთან დროის გატარებას შონაურ ცხოველთან დარჩენა ურჩევნიათ და ამის გამო მეგობრებიც გაუნაწყენებიათ.
მათი უმეტესობა სულაც არ არის წინააღმდეგი, რომ ოთხფეხა მეგობარმა მათ საწოლში დაიძინოს.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ამერიკელთა უმეტესობას ცხოველი თავშესაფრიდან ჰყავს წამოყვანილი. ასეთი კვლევაში მონაწილე ძაღლების პატრონების 63%, ხოლო კატების მფლობელების 51% აღმოჩნდა.
გარდა ამისა, შინაური ცხოველების ყოლა დადებითად მოქმედებს მენტალურ ჯანმრთელობაზეც. კვლევის ფარგლებში გამოკითხულ პირთა უმეტესობა ირწმუნება, რომ მას შემდეგ, რაც შინაური ცხოველები იშვილეს, თავს ბევრად გაწონასწორებულ ადამიანებად გრძნობენ და სტრესსაც ადვილად იხსნიან.