LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახთან ერთად გატარებული დრო“ – ნაომი კემპბელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანტიკა მალდივებზე – მოდელი ფოტოების სერიას ავრცელებს

382
page

ლეგენდარული ტოპ-მოდელი, ნაომი კემპბელი მალდივებზე იმყოფება. 54 წლის ვარსკვლავს თან შვილები და არაბი მულტიმილიონერი, მოჰამედ ალ ტურკი ახლავს. სწორედ მასთან რომანის შესახებ წერს მედია უკვე კარგა ხანია აქტიურად.

„ოჯახთან ერთად გატარებული დრო“, – სწორედ ასე დაასათაურა შთამბეჭდავი ფოტოების სერია კემპბელმა, რომლებშიც ის 38 წლის მოჰამედთან, შვილებთან და მეგობრებთან ერთად პოზირებს.

ინსაიდერები წერენ, რომ შესაძლოა ნაომის შვილების მამა სწორედ მოჰამედ ალ ტურკია.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხული ნაომიმ ასევე მოჰამედთან ერთად, იბიცაზე გაატარა. ამის შემდეგ კი ის გერმანელ რეპერთან, DJ Rampa-თან მხურვალე კოცნის დროს გადაიღეს, თუმცა რამდენიმე თვეში მათი დაშორების შესახებ გავრცელდა ცნობები.

ნაომი კემპბელი გერმანელ დიჯეის ცეცხლოვანი რომანის შემდეგ დაშორდა, ცნობილია მიზეზი

ნაომი კემპბელი, მოჰამედ ალ ტურკი და ბავშვები – ტოპ მოდელის შვილების მამა არაბი მულტიმილიონერია – უახლესი ფოტოები

54 წლის ნაომი კემპბელისა და არაბი მულტიმილიონერის რომანტიკა იბიცაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები