LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო“ – რას პასუხობს სკოლის დირექტორი სამირა ბაირამოვას, 14 წლის აითაჯის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

511
ფორტუნა - 2023-10-12T214541.476

სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ საგარეჯოში მომხდარ 14 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე რამდენიმე ინფორმაცია გაავრცელა.

მან იმ სკოლის დირექტორზეც დაწერა, სადაც მოკლული აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.

სამირას თქმით, თავად დირექტორმა 2015 წელს მისი 15 წლის მოსწავლე მოიყვანა და თურმე არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს მალავდა. როცა დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მათთვის ნიშნები მაინც იწერებოდა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე დმა­ნი­სის ზემო ყა­რა­ბუ­ლა­ღის სა­ჯა­რო სკო­ლის დი­რექ­ტო­რის, ჰამ­ლეტ ის­მა­ი­ლო­ვის კომენ­ტარს, სა­ა­გენ­ტო Aktual.ge ავ­რცე­ლებს.

სააგენტოსთან საუბრისას სკოლის დირექტორმა  განაცხადა, რომ სამირა ბაირამოვას მიერ წაყენებული ბრალდებები არის ცრუ და იგი არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც დირექტორმა აღნიშნა, იგი შესაბამის ზომებს აუცილებლად მიიღებს.

„მას შემდეგ, რაც აითაჯმა 20 სექტემბერს გაკვეთილები გააცდინა, მის ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო. ვინაიდან მისი ძმა ამავე სკოლაში სწავლობდა, მას ვუთხარით. ძმის შემდეგ მშობელსაც დაველაპარაკეთ, ანუ სკოლის მხრიდან რაც იყო საჭირო, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია არც მისი გატაცების და არც დანიშვნის შესახებ. რაც შეეხება აითაჯის სასკოლო შეფასებებს, რომ ვითომ არმოსვლის მიუხედავად ნიშანი ეწერებოდა, სავსებით ტყუილია”, – განაცხადა ჰამლეტ ისმაილოვმა.

„ვისაუბროთ აიტაჯის სკოლის დირექტორზე.. გამლეტმა 2015 წელს ცოლად მოიყვანა 15 წლის გოგო, მისი მოსწავლე ყოფილა, თურმე მალავდა არასრულწლოვანთა ნიშნობის ფაქტებს“ – რა ინფორმაციას ავრცელებს სამირა ბაირამოვა

ცნობისთვის, პოლიციამ 10 ოქტომბერს დააკავა 27 წლის ასიმ ასლანოვი, რომელსაც არარეგისტრირებულ „ქორწინებაში” მყოფი 14 წლის გოგოს განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო ტარება ედება ბრალად. ასლანოვს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

ამავე თემაზე:

ვიდეო: დააკავეს 27 წლის კაცი, რომელმაც საგარეჯოში 14 წლის ცოლი მოკლა

ვიდეო: „არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას.. ვნანობ, მაგრამ განზრახ არ ყოფილა“ – რას ამბობს 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული

„ჩემი შვილი მოიტაცეს. მინდოდა იქ წასვლა, მაგრამ ბიჭმა მითხრა, აქ თუ ჩამოხვალ შენც მოგკლავო“ – საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედის პირველი კომენტარი

ვიდეო: „მაგარი გოგო იყო..ნევროზი ჰქონდა ჩემს შვილს“ – რას ჰყვება 14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული კაცის მამა

„შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია“ – სახალხო დამცველის განცხადება

ნათია ფანჯიკიძე: „14 წლის ბავშვს 21-ე საუკუნეში თოჯინასავით გასართობად რომ გაატან პირუტყვს, ეს არის ერთი მხრის მიერ ბავშვის გაყიდვა, მეორე მხრის მიერ ბავშვის გატაცება“

magti 5g