უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებს საბრძოლო მასალისა და საკვების სამი დღის მარაგი დარჩათ. უწყების ცნობით, ანალოგიური ვითარებაა საწვავთან დაკავშირებითაც, რომლის შევსებაც ტანკერების ტრანსპორტირებით ხორციელდება.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დამპყრობლებმა ვერ მოახერხეს მილსადენის კომუნიკაციის ორგანიზება ჯარების ჯგუფის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
გასული 24 საათის განმავლობაში, უკრაინის ძალებმა მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობა ზუსტდება. განადგურებულია 14 ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა, სამი საარტილერიო სისტემა. მარიუპოლის დამცველებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის საპატრულო კატარღა.