LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპანტი ქვეყანა უკრაინელი ბავშვების მეხსიერების წაშლას გეგმავს – რა განცხადებას ავრცელებს უკრაინის ომბუდსმენი

191
უკრაინელი ბავშვები

„რუსეთში დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დეპორტირებული უკრაინელი ბავშვებში, უკრაინის მეხსიერების წაშლას გეგმავენ“ – ამის შესახებ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი ლუდმილა დენისოვა „ფეისბუქზე“ წერს.

„რაშისტი „განმათავისუფლებლები“ ​​აგრძელებენ უკრაინელი ბავშვების გენოციდის ჩადენას“, – აღნიშნა დენისოვამ.

„ძალიან ბევრმა ბავშვმა რუსული ენა არ იცის“ – რუსეთში უკრაინიდან იძულებით წაყვანილ ბავშვებს, ენას, „სპეციალური ბანაკების“ შექმნით შეასწავლიან

„კოლეგებო, ზაფხულში ენის შესასწავლად ორგანიზებული იქნება პროფილური კურსები, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან სტუდენტები და უფროსკლსელები.“ – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

ომბუდსმენის თქმით, აგრესორი ქვეყნის საინფორმაციო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაყვანილ პატარა უკრაინელებისთვის რუსული ენის სწავლების მიზნით, სისტემატური სამუშაოების დანერგვას სთავაზობს.

„ბავშვები, რომლებიც საუბრობენ და ესმით უკრაინული ენა, იძულებულნი იქნებიან ისწავლონ აგრესორის ენა, რათა აითვისონ და ისწავლონ რუსულ სკოლებში. რუსული მედიის ცნობით, 150 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი უკვე გადაიყვანეს რუსეთში.

ოკუპანტი ქვეყანა გეგმავს გაანადგუროს პატარა უკრაინელების არსი და ენა, წაშალოს მათი მეხსიერება და ყველა კავშირი უკრაინასთან.“– განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები