ოკუპირებულ ხერსონში პრორუსი უკრაინელი ბლოგერი და სამოქალაქო აქტივისტი, ვალერი კულეშოვი მოკლეს.
როგორც უკრაინული მედია წერს, გავრცელებული ინფორმაციით, მას დილით უცნობმა პირებმა მანქანაში ესროლეს.
არსებობს მტკიცებულება, რომ კულეშოვი მხარს უჭერდა ხერსონში რუსული ჯარების ყოფნას, თანამშრომლობდა ჟურნალისტ კირილ სტრემუსოვთან, რომელიც ეჭვმიტანილია ღალატში. გარდა ამისა, მოკლულმა ქალაქის საოკუპაციო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე განაცხადი გააკეთა.
მედიის ცნობით, ხერსონის რაიონში ნამდვილი პარტიზანული ომი დაიწყო.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.