„სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან – რუსეთის ფედერაციასთან“, – ამის შესახებ ნათქვამია, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნულით, ე.წ. საგარეო უწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
განცხადების თანახმად, „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით“:
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ საქართველოს ხელმძღვანელობის განცხადებები მიუთითებს, რომ ძველი მიდგომებისგან თავის დაღწევის სურვილი არ არსებობს…“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება
ამის შესახებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„ცხინვალმა არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.