LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დომენიკ მანგოს, დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

168
Capture

ოკუპირებული დონეცკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე კუკური ბარამიძეს (იგივე დომენიკ მანგო) დაუსწრებლად 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

“სასამართლოში დადგინდა, რომ 2022 წლის მარტიდან აპრილის ჩათვლით პერიოდში ბარამიძე მონაწილეობას იღებდა შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც დაქირავებული მებრძოლი “ქართული ეროვნული ლეგიონის” შემადგენლობაში…

ბარამიძეს გადაეცა ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა, ეკიპირება და სპეციალური აღჭურვილობა, რის შემდეგაც მონაწილეობას იღებდა საბრძოლო ქმედებებში “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისა და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, ბარამიძემ ამისთვის “310 ათას რუსულ რუბლზე მეტი ოდენობის ჯილდო მიიღო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g