უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა:
„რუსეთმა დღე მასიური ტერორით დაიწყო. კიევის ცენტრში არიან დაღუპულები და დაშავებულები – მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დილით თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული. დნიპრო, ზაპოროჟიე, ლვივი, ხმელნიცკი – რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე.“ – წერს უკრაინის პირველი ლედი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში განგაშის ხმა არ წყდება, რაკეტები ცვივა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
ამავე თემაზე:
ევროკომისია უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ თავდასხმას გმობს და მას „ბარბაროსულსა და ლაჩრულს“ უწოდებს
Russia began the day with massive terror. There are dead and injured in the center of Kyiv – civilians that were doing their morning business. Dnipro, Zaporizhzhia, Lviv, Khmelnytskyi – Russians target civilians. This is a true face of the terrorist state #RussiaIsATerroristState
— Олена Зеленська (@ZelenskaUA) October 10, 2022