LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას“ – ნიკა მელია აქციას აანონსებს

340
ფორტუნა - 2023-09-20T010100.695

შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ –  ამის შესახებ „ნაციონალური პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რითაც ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

მისი თქმით, „ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.“

საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა – ეროვნული ბანკი

„დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე – ეროვნულ ბანკთან, (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და არა ერთი კაცის დანაშაულებრივ მსახურებას.

ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში გადის კანონის ფარგლებს მიღმა და სულ უფრო სცილდება ცივილიზებულ სამყაროს…

ანგრევს, ირგებს და ფეხქვეშ თელავს ყველა უწყებასა თუ ინსტიტუციას.

დღეს კი ღიად განაცხადა, რომ არ აღიარებს სანქციებს, მეტიც ოლიგარქი ცვლის კანონებსა და სამართლებრივ აქტებს, რომ ყაჩაღი, რეკეტიორი და ფსბ-ს აგენტი დაიცვას.

შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა, მიმდინარეობს ქვეყნის ბელარუსიზაცია და ამას წინ უნდა აღვუდგეთ“! – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

დღეს, 20 სექტემბერს, 17 საათზე – ეროვნულ ბანკთან (იუსტიციის სახლის შენობა) ვიკრიბებით და ვითხოვთ ეროვნულ მოქმედებას და…

Posted by Nika Melia / ნიკა მელია on Tuesday, September 19, 2023

 

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები