LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური თამაშები დაინაწილეს: ჯერ პარიზი, მერე ლოს ანჯელესი

153

პარიზი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს მიიღებს, ლოს ანჯელესი – 2028 წელს.
შეთანხმდნენ.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ლოს ანჯელესმა ოფიციალურად წამოაყენა 2028 წლის ოლიმპიადის ჩატარებაზე განაცხადი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის თამაშები პარიზში ჩატარდება.

სეოკ 2028 წლის საორგანიზაციო კომიტეტს 1.8 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

ლოს ანჯელესი და პარიზი 2024 და 2028 წლების ოლიმპიადების მასპინძლობის ერთადერთი კანდიდატები იყვნენ, თუმცა უცნობი იყო რომელი რომელს დასჯერდებოდა.

შეგახსენებთ, მომდევნო, 2020 წლის ოლიმპიადა ტოკიოში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები