LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი – ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია – მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა!

222
ლევან იოსელიანო ლაშა ბაქრაძეზე

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი პოლიტიკოსებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება.

ომბუდსმენის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძის განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია.

„სულ რამდენიმე დღის წინ გამოვაქვეყნე განცხადება და მოვუწოდე ყველა პოლიტიკოსს და პარტიას, თავი შეიკავონ სიძულვილის ენისგან, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საქმე ქალ პოლიტიკოსებს ეხება. ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ლაშა ბაქრაძისგან მოვისმინე, აბსოლუტურად მიუღებელია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოს – არ გამოიყენონ სიძულვილის ენა, პატივი სცენ სხვის გამოხატვის თავისუფლებას და არ დაუშვან ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ტირაჟირება!” – აცხადებს იოსელიანი.

ნინო წილოსანი: ლაშა ბაქრაძე წითელი ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც ბოლშევიკების მძიმე ტრადიციების საუკეთესო გამგრძელებელია და ადამიანების ჩაშვების, დაბეზღების, ჩარეცხილებად და ნახმარებად გამოცხადების გარდა სამწუხაროდ ბევრი არაფერი გამოსდის

ცნობისთვის, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევანი ასეთი ადვილი, როგორც დღეს არის, ჯერ არ ყოფილა.

„არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენს გვერდით. ქალბატონი თინა დაინახეთ დღეს თქვენ, ქალბატონი თამარი, ქალბატონი სოფო, აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“ , – განაცხადა ბაქრაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g