LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას, ჰომოფობიური გამოვლინებები და ძალადობა აღკვეთოს

96

ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს.

უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი დღის აღნიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღების თარიღს, 1990 წლის 17 მაისს უკავშირდება. ამასთან, სახალო დამცველის განცხადებით, სწორედ ამ დღეს ხდება ყველაზე მეტი ძალადობა ლგბტ ადამიანების და მათი მხარდაჭერების მიმართ.

„საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის კულტურის ჩამოყალიბებისათვის ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. კვლავ პრობლემას წარმოადგენს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დროული, ეფექტიანი და ანგარიშვალდებული გამოძიების წარმართვა. სამი წლის გასვლის მიუხედავად, 2013 წლის 17 მაისს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების გამო არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა,”  – აცხადებს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, სხვადასხვა ჯგუფებს ეძლევათ აქციების გამართვის საშუალება, თუმცა ტრანსფობიისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ღია ცის ქვეშ ვერ მოხერხდა.

„მოვუწოდებ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სიძულვილით განპირობებული ძალადობრივი ქმედებების პრევენციასა და  ჰომოფობიური გამოვლინებების აღკვეთას, ასევე ლგბტ ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და თავისუფლებების უპირობო განხორციელების ხელშეწყობას.

2016 წლის 17 მაისს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მთელი დღის განმავლობაში დააკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ამასთან, მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შესაძლებლობა ექნებათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე: 14-81,“ – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

magti 5g