LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონი” ქვეყანაში “დელტა” შტამს მალე სრულად ჩაანაცვლებს: ოთარ ჩოკოშვილი

227
1593564201-ოთარ-ჩოკოშვილი

რეკომენდაციების დაცვა, ვაცქინაცია და “ბუსტერ” დოზა – ეპიდემიოლოგების აზრით, მხოლოდ ეს დაგვეხმარება, რომ ჰოსპიტალური სექტორი გადატვირთვისგან დავიცვათ.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები თვლიან, რომ საქართველოში პანდემიის მართვის მიმართულებით, განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი დაიწყო. სპეციალისტების მოსაზრებით, სულ მალე “ომიკრონი” ქვეყანაში “დელტა” შტამს სრულად ჩაანაცვლებს.

“საქართველოში განსაკუთრებით საყურადღებო პერიოდი დაიწყო კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის მართვის კუთხით.” – ამის შესახებ ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი აცხადებს.

მისი განცხადებით, დღეისათვის საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სრულად ჩანაცვლებული “ომიკრონით” ყველა წინამორბედი შტამი, თუმცა უახლოეს პერიოდში მხოლოდ “ომიკრონის” შტამი იქნება.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი, უკვე 23 % აღწევს, რაც უპრეცედენტო შიდა გავრცელების ზრდაზე მიუთითებს. მომატებულია დაინფიცირებულ მცირეწლოვანთა რაოდენობაც, რის გამოც ბავშვთა განყოფილებები დღეიდან ახალი პროტოკოლით იმუშავებენ.

magti 5g