სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანა არის სრულად მომზადებული. პროდუქტების დეფიციტი არცერთ პროდუქტთან მიმართებაში ქვეყანაში არ დადგება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სურსათზე გაზრდილი ფასების გადახდა უწევს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში.
„ბუნებრივია, როდესაც საერთაშორისო ბაზრებზე ხდება ფასების ზრდა, კონკრეტული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ეს ასახვას ნამდვილად პოვებს საქართველოზეც, თუმცა ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გავიაროთ ეს პროცესი. ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ფასზე, რომელიც მომდინარეობს უშუალოდ საომარი მოქმედებებიდან, რუსეთის შეჭრის გამო უკრაინაში, ამ ფასის გადახდა უწევს თითოეულ მოქალაქეს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში“, – დასძინა ლაშა ხუციშვილმა.