LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომის პარტიამ ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები გამოაგორა – პრემიერის ლოგიკურ, უწყინარ განცხადებაზე სრული აბსურდი ალაპარაკეს“ – კობახიძე დასავლელი პარტნიორების კრიტიკაზე

143
კობახა და ღარიბა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, ბრატისლავაში „პრემიერ-მინისტრის უწყინარ და ლოგიკურ განცხადებებს, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან აბსურდული და გაუგებარი კრიტიკა მოჰყვა“.

პაპუაშვილი: „ღარიბაშვილის სიტყვებს დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოჰყვა.. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, ვიდრე რუსეთის შეჭრა უკრაინაში“

როგორც მმართველი პარტიის ლიდერმა აღნიშნა, გლობალურმა ომის პარტიამ სცენაზე „ძველი და ახალი აგენტები გამოაგორა და მ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.

„Говорит Москва!“ – რასა იუკნევიჩიენე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, NATO-ში, გაწევრიანების სურვილი იყო.

„მე მათ ვურჩევდი, მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე საკუთარი აგენტები. გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები. ლორა თორნტონი საერთოდ არ გვახსოვდა და უცებ გამოაგორეს.

ანუ ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ყველა გამოიყვანეს სცენაზე და ალაპარაკეს სრული აბსურდი იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა გააკეთა“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გოცირიძე: ღარიბაშვილის განცხადება შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი გახდეს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია

 

 

 

 

გამოყენებულია რადიო „თავისუფლების“ ფოტო

პოპულარულები