LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის შედეგად, მოშიმშილე ადამიანების გლობალური რიცხვი, შესაძლოა, 13 მილიონით გაიზარდოს

126
ukraine-hunger-president-zelenskyy-dispatch-call-to-action.jpg__1600x900_q85_crop_subsampling-2

2022-2023 წლებში მოშიმშილე ადამიანების გლობალური რიცხვი, შესაძლოა, 8 – 13 მილიონით გაიზარდოს, – ამის შესახებ საუბარია FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გლობალურ სასურსათო ბაზრებზე დაკავშირებულ რისკებს ეძღვნება.

FAO-ს განმარტებით, რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, ხოლო უკრაინა მეხუთე ადგილზეა. ამასთან, ისინი ერთად ქერის მსოფლიო მარაგის 19%-ს უზრუნველყოფენ. შესაბამისად, FAO წერს, რომ ორი ძირითადი ექსპორტიორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეფერხებამ, შესაძლოა, მთელ მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული პრობლემა შეუქმნას. განსაკუთრებით, ეს ეხება 50 ნაკლებად განვითარებულ ქვეყანას, რომლებიც რუსეთისა და უკრაინის ხორბალზე 30, ან მეტი პროცენტით არიან დამოკიდებულნი.

ამასთან, ამავე ანგარიშში წერია, რომ ომის შედეგად, სურსათისა და საკვების საერთაშორისო ფასები შეიძლება 8%-დან 22%-მდე გაიზარდოს.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g