LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Opel სიჩქარის რეკორდის 90 წლის იუბილეს აღნიშნავს: ნახეთ ეს როგორ მოხდა

104

90 წლის წინ, 1928 წლის 23 მაისს კომპანია Opel-მა სიჩქარის რეკორდი დაამყარა. 29 წლის ფრინც ფონ ოპელმა, მარკის დაამარსებლის შვილიშვილმა, რაკეტული ავტომობილის RAK 2-ის საჭესთან იმ დროისათვის ფანტასტიკური სიჩქარე განავითარა – 238 კმ/საათი.

რეკორდსმენ ავტომობილზე მუშაობა 1927 წელს დაიწყეს. ამისათვის ფონ ოპელმა ავსტრიელი ასტრონომი და პუბლიცისტი, მაკს ვალიე დაიხმარა, ასევე მიიწვია სასიგნალო რაკეტების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ფრიდრიხ სანდერი. 1928 წლის მარტში პირველი პროტოტიპი Opel-ის რიუსელსჰაიმის პოლიგონზე გატესტეს.

RAK 2 თავისი პირველი გარბენისას ას კილომეტრამდე რვა წამში აჩქარდა, თუმცა ინჟინერთა გუნდმა გადაწყვიტა კიდევ უფრო შორს წასულიყო და სიჩქარის ახალი რეკორდი დაემყარებინა.

RAK 2-ის საფინალო ვარიანტი 24 ამაჩქარებლით აღჭურვეს. ის Opel 10/40-ის ბაზაზე ააწყვეს. მისი სიგრძე 4880 მილიმეტრი იყო, ძრავისა და ტრანსმისიის გარეშე კი წონა 560 კილოგრამს შეადგენდა. განსაკუთრებული მახასითებელი მისი ანტიფრთები გახლდათ, რომელთა წყალობითაც მაღალ სიჩქარეზე ავტომობილი გზას უკეთ ეჭიდებოდა.

ბერლინში წარმატების მიღწევის შემდეგ, ფრინც ფონ ოპელმა ექსპერიმენტები განაგრძო და 23 ივნისს რეკორდი რელსებიანი სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაამყარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები