”ოპელმა” ჰოლანდიელ მამაკაცს ერთი ვიდეო რგოლის გამო ავტომობილი აჩუქა. ავტომოყვარულმა საინტერესო კონკურსში გამარჯვება „ადამიანი-ობობაზე“ გადაღებული ორიგინალური ვიდეოთი შეძლო. რ
აც შეეხება კონკურსს, ის ბრენდმა კამპანიის – Pay by view–ს ფარგლებში ჩაატარა და მის მონაწილეებს უნდა გადაეღოთ ვიდეო, სადაც Opel–ის ლიმიტირებული სერიის Online Edition–ის ტესტ–დრაივი იქნებოდა ასახული. პირველი ადგილისთვის საბრძოლველად კი კლიპს Youtube-ზე მინიმუმ 922 800 ნახვა უნდა დაეგროვებინა. რაც შეეხება ჰოლანდიელ ადამიან–ობობას მისი ნამუშევარი 1,3 მილიონჯერ ნახეს და სწორედ ამიტომ, მთავარი პრიზი 23 ათას ევროდ შეფასებული ჰეტჩბეკი – Astra მიიღო.
აღსანიშნავია, რომ სხვა პრიზების მფლობელები უახლოეს თვეებში გამოვლინდებიან და ავტომობილებს Karl Rocks–სა და Corso–ს მიიღებენ.