OpenAI ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ბრაუზერს გამოუშვებს. ახალი ვებ-ბრაუზერი Google Chrome-ს და Safari-ს გაუწევს კონკურენციას. წყაროს ცნობით, ის თითქმის მზადაა და მომდევნო კვირებში გახდება ხელმისაწვდომი.
OpenAI-ს ბრაუზერი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმუშავებს. მისი მეშვეობით კომპანია ვებზე ძიების მონაცემებსაც მიიღებს, ინფორმაციას, რომლის წყალობითაც Google Chrome-მა ბრაუზერებში მოწინავე ადგილი შეინარჩუნა.
ცნობილია, რომ OpenAI-ს ბრაუზერში მომხმარებელთან ინტერაქცია მიმდინარეობს ChatGPT-ს მსგავსი ინტერფეისის საშუალებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, მოითხოვონ და მიიღონ ინფორმაცია პირდაპირ, გარეშე ბმულებზე გადამისამართების გარეშე.
