LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა… მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია” – როგორია 2 წლის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

926
დათი ქოქრაშვილი აშშ

2 წლის წინ, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ დათი ქოქრაშვილს აშშ-ში რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი ჩაუტარდა.

დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელი, თეა ცხადაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპერაცია 15 საათს გაგრძელდა, დათის მდგომარეობა კი ამ წუთებისთვის სტაბილურია: 

„მეგობრებო და მსოფლიოში ქართველო ემიგრანტებო!.. ძალიან დიდი ხანი ველოდებოდით ამ ოპერაციას“ – დათი ქოქრაშვილის ოჯახის ახლობელი საზოგადოებას მიმართავს

„მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.  ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა.  

დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს.    ეს ოპერაცია რამოდენიმე ეტაპატ არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ” – თეა ცხადაძე.

„დათი ძლიერი ბიჭია და შემართებით არის, უფლის წყალობით, ყველა ოპერაცია წარმატებით ჩაივლის“ – დათი ქოქრაშვილს დღეს აშშ-ში პირველი ოპერაცია ჩაუტარდება

მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ მაპატიეთ.🙏 ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტახნის წინ დასრულდა. 🙏🤍 დათის…

Posted by Tea Kupata Cxadadze on პარასკევი, 09 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g