LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპონენტები ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირად ინტერესებიდან ნაკანახევ პოზიციებს და მოლაპარაკება ჩაშალეს: ალუდა ღუდუშაური

74
ალუდა ღუდუშაური

“საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ მაგიდის მეორე მხარეს მსხდომთაგან თურმე კომპრომისი ყოფილა ის, რომ უბრალოდ ისხდნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან.” – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა და ჟურნალისტებს მიმართა, რომ კარგი იქნება, როდესაც პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, შესაბამისი კითხვები ოპოზიციის წარმომადგენლებსაც დაუსვან.

ღუდუშაურის თქმით, ოპონენტები ისევ ვერ გასცდნენ ვიწროპარტიულ, პირადი ინტერესებიდან ნაკანახევ პოზიციებს და ჩაშალეს მოლაპარაკება:

“აკო მინაშვილმა ძალიან გულწრფელი აღიარებითი პოზიცია დააფიქსირა, რომ თურმე მათი მხრიდან კომპრომისი ყოფილა ის, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. ასეთ ფორმატში როცა გადააქვთ საუბარი და ასეთი აბსურდული წინადადებებით და შეთავაზებებით პოზიციონირებენ, ცხადზე ცხადია, რომ უბრალოდ, ვერ მოხერხდებოდა შეთანხმება, რადგან სახელმწიფოს და საზოგადოებას სჭირდება ქმედითი ნაბიჯები, რომ დაძლეული იყოს გამოწვევები. საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმა ნათლად დაინახეს, რომ მაგიდის მეორე მხარეს მსხდომთაგან თურმე კომპრომისი ყოფილა ის, რომ უბრალოდ ისხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.” – თქვა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ჩართულობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

დიალოგის დასრულების შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. კრისტიან დანიელსონმა ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს 19 მარტს დატოვებს და არსებულ მდგომარეობაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ანგარიშს ჩააბარებს.