შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ათონელის სასახლეში პრეზიდენტს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპრიექტია.
პარლამენტის არჩეული წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს, რათა ის პარლამენტმა ხელახლა განიხილოს.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ვიზიტი უკვე დაასრულა. მან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთად ჩამოყალიბდებიან არჩევნებში ხელისუფლების დამარცხების სტრატეგიაზე.
დღეს, როდესაც ნიკა მელია პატიმრობაშია და არ ვიცით, რა გადაწყვეტილება აქვს მას მიღებული, თუნდაც თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, მის გათავისუფლებას დაველოდოთ და ოპოზიციამ ამის შემდეგ იმსჯელოს ერთობლივად რა სტრატეგიაა ყველაზე უფრო მომგებიანი ხელისუფლების დასამარცხებლად ადგილობრივ არჩევნებში.
ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი და მთავარი ამოცანაა, ის გათავისუფლდეს საპატიმროდან, ამის შემდეგ ნიკა, მისი პარტია, სხვა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ და ჩამოყალიბდებიან სტრატეგიაზე, რომელიც ოპოზიციისთვის იქნება ყველაზე სწორი სტრატეგია ხელისუფლების დასამარცხებლად და მე ამ განხილვებში მონაწილეობას მივიღებ“,- განაცხადა სამადაშვილმა.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას” – დეკანოიძე ციხეში მელიას შეხვდა
