გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს, – ასე შეაფასა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნა.
რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო, ჩვენი ბრალია – პრეზიდენტი
პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში ომი და რუსეთის ფაქტორი.
ამასთან, მისი თქმით, მიღებულ შედეგზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს ეკისრება.
„დღეს არ არის დესტაბილიზაციის დრო, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი სრულიად გადასულია ყველა მოლოდინს და მოულოდნელი არის მისი ნებისმიერი რეაქცია, – ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ.
ასევე, ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა უნდა გაითვალისწინონ, როდესაც დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებას. გავიგეთ მათი გზავნილი, გაფრთხილება, ჩვენ თუ არ გავაკეთებთ იმას, რაც არის გასაკეთებელი, ვერ ვიქნებით წინსვლის გზაზე, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა გაიგონ, რა არის დღევანდელი არსებული საფრთხეები და საფრთხე იმისა, რომ ჩვენმა მეზობელმა ეს სხვანაირად არ გაიგოს.
რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია. ეს არის მთავრობის და ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობა, რომელიც ასე იქცეოდა: დაანებოს ასე სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში, რაც დიდად არ წაადგება ამ ქვეყანას და შეუდგეს აქ მუშაობას იმისთვის, რომ ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლება, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ მკაფიოდ გვითხრეს, რა არის გასაკეთებელი და ჩვენ ამისთვის დრო წლის ბოლომდე გვაქვს.
„ქვეყნის ბედი დღეს დგას სასწორზე და ძალიან მკაფიოდ სხვებმა გვითხრეს რა არის გასაკეთებელი, ჩემი სათქმელი რაღა იყო? ახლა რომ გვითხრეს და ქაღალდზე რომ წერია აბა რაღა ვქნათ? გვაძლევენ დროს პირობითად, 2022 წლის ბოლომდე გამოვასწოროთ, რაც არის გამოსასწორებელი, თუკი ნამდვილად გვინდა ეს კანდიდატობა, კანდიდატის სტატუსი და გვინდა ხომ? ვიცით, რომ 85%-ს უნდა, ასე რომ გავაკეთოთ და ეს პასუხისმგებლობა დღეს არის ათმაგად, თუ არა ასმაგად ხელისუფლებაზე. 6 თვე აქვს და 6 თვის ბოლოს თუ კიდევ ისე გაგრძელდა, როგორც ბოლო წელი, პასუხს მიიღებს საზოგადოებისგან. არც ჩემგან, არც თქვენგან, საზოგადოებისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მიენიჭოს უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი – ევროკომისიის რეკომენდაცია ცნობილია
