საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის, განცხადებით, სამწუხაროდ, ოპოზიციას არცერთი კითხვა და არცერთი შენიშვნა არ ჰქონდა დიასპორასთან დაკავშირებით, რაც მათი მხრიდან საკითხისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა.
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში და შესაბამისად, ველოდით ოპოზიციის კითხვებს. საქართველოს მთავრობა დიალოგისთვის გახსნილია. ჩემი შეხვედრები არა მარტო პარლამენტში იმართება, არამედ რეგულარულად ვაკეთებ ანგარიშს მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენი საქმიანობა არის ღია. ოპოზიციას ვურჩევ, წარსულში ხედვას თავი დაანებოს და იფიქროს მომავალზე. დღეს ვსაუბრობდით დიასპორის პოლიტიკაზე. სამოქმედო გეგმა წარმოვადგინე და, სამწუხაროდ, ოპოიზიციის მხრიდან არცერთი კითხვა, არცერთი შენიშვნა საკითხთან მიმართებით არ იყო. ეს არის უპასუხისმგებლობა. ამიტომ, თუ უნდათ, მათ როდესმე მოიპოვონ მხარდაჭერა, საკითხზე კონცენტრაცია უნდა მოახდინონ,” – განაცხადა ჯანელიძემ.
