LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე” – ირაკლი კობახიძე

148
კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიცია შარის მიზეზებს მაშინაც კი პოულობს, როდესაც სპეკულაციების არანაირი საფუძველი არ არსებობს. კობახიძეს ამბობს, რომ მოეწონა ოპონენტების რეაქცია, როდესაც მათ გოიმები უწოდა. მისი თქმით  – “ოპოზიციას გოიმების წოდებით, გულში თუ არა, გულის ახლოს ნამდვილად­ მოვახვედრე.”

კობახიძის ვარაუდით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ოპონენტებს სრული მარცხი ელოდებათ. მისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ გამოგზავნილი წერილები არავითარი დაბრკოლების მიზეზი არ არის. ის აცხადებს, რომ მსგავსი შეტყობინებები მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებებია, რომელიც 2012 წლიდან იგზავნება საქართველოს მთავრობის მისამართით. ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა “კვირის პალიტრასთან” განაცხადა.

“ზუსტად ეს არის გოიმობა და ქაჯობა, რასაც ამდენი ხანია ვერ დააღწიეს თავი. სამწუხაროდ, სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არ შეუძლიათ. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას, ამ ამბავმა, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე, რადგან მას სამართლიანობის განცდა სჭირდებოდა. თუმცა საერთო-პოლიტიკური სურათი მაინც არ შეცვლილა. ჩვენ ველოდებით საპარლამენტო არჩევნებს, სადაც ოპოზიცია კიდევ ერთხელ ძალიან მძიმედ დამარცხდება. ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა ახალი ამბავი არ არის. ისინი, როგორც უკვე გითხარით, 2012 წლის შემოდგომიდან გვიგზავნიან წერილებს. ჩვენი პარტნიორი ქვეყნიდან არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუციას მწვავე შეფასება არ გაუკეთებია. მათ კარგად იციან, რომ 48 მილიონის ქურდი არ შეიძლება პოლიტპატიმრად მოიხსენიო. შესაბამისად, ეს რჩება ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ  კობახიძემ “ნომერ პირველი გოიმი” თავდაპირველად გიგა ბოკერიას უწოდა, მოგვიანებით კი აღნიშნული სიტყვა მთელი ოპოზიციური სპექტრის შეფასებისას გამოიყენა.

“გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში. გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერი არ არის გოიმობა და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს. გოიმობა რა არის ყველამ კარგად იცის მე მგონი, ამას განმარტება არ სჭირდება. მე მგონი საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის რა არის გოიმობა და ასევე, საზოგადოებამ იცის ის, თუ რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი, ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 20 მაისს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g