LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრიაშვილი: რუსული ოცნება არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში

138
ოქრიაშვილიკახა

„ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას“, – ამ განცხადებით პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის პოლონელ ექიმთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს აფასებს და ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

„ყველას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ საზოგადოების მოტყუებისგან.. პოლონელმა ექიმმა თავად დაადასტურა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი“ – რატი ბრეგაძე

„პოლონელ ექიმებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე: ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის გენეტიკური მასალა გაჰქონდათ საავადმყოფოდან შემდგომი კვლევისთვის და ეს მასალა ექიმს იმიტომ ჩამოართვეს, რომ მან ის წინდაში შეინახა.

თუ გატანის უფლებას აძლევდნენ, რა მნიშვნელობა აქვს, სად შეინახავდა. უბრალოდ, არც აპირებდნენ მასალის გატანებას და ამიტომ ჩამოართვეს.

ეს ფაქტი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია და ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ამ ფაქტის დამალვას“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

პენიტენიური სამსახური: „მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით მის მალულად გატანას ცდილობდა“

ამასთან, იგი ეხმაურება NATO-ს ვილნიუსის სამიტსა და ამ თემის ირგვლივ პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას:

„ბატონი ღარიბაშვილის განცხადებაზე: ღარიბაშვილის თქმით, NATO-ს ვილნიუსის სამიტზე უკრაინას განუცხადეს, რუსეთს რომ დაამარცხებ, მერე მიგიღებთ NATO-შიო.

პრემიერი: ნატო-ს სამიტზე პირდაპირ განაცხადეს, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა, სანამ რუსეთს არ დაამარცხებს, თუ რუსეთი დაამარცხა, ნატო-ს წევრობა რაღაში დასჭირდება?

„მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს გეგმას და სწორ დროს გახდეს ნატო-სა და ევროკავშირის წევრი“ - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

მისივე თქმით, თუ უკრაინა რუსებს დაამარცხებს, მერე NATO-ში რაღა უნდაო!? ჯერ ერთი, უკრაინა უკვე მეორე წელია სწორედ NATO-ს დახმარებით, წარმატებით იგერიებს რუსების ჯარებს.

NATO სრულადაა ჩართული უკრაინის მხარდაჭერაში, ერთადერთი კომპონენტის, ჯარისკაცების გამოკლებით.

NATO უმოკლეს ვადებში აშენებს თანამედროვე იარაღით და მართვის სისტემებით აღჭურვილ უკრაინულ არმიას, რომელიც NATO-ს მოკავშირეობით, გამანადგურებლად დაამარცხებს რუსეთის ვითომ „უძლეველ“ ჯარს და ამას ძალიან მალე ვიხილავთ.

„ვადასტურებთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი” – ნატო-ს სამიტის კომუნიკე

ისიც ფაქტია, რომ ღარიბაშვილს და „რუსულ ოცნებას“ არ მოსწონს უკრაინის წარმატება და რუსეთს ქომაგობენ.

ომის დაწყების დროს ქართველი ელჩიც იმიტომ არ გამოიწვიეს უკრაინიდან, რომ ის იჯდა საქართველოს საელჩოში და კიევის ქუჩებში მოკავშირე რუსების გამოჩენას ელოდა.

ღარიბაშვილის ლოგიკით, NATO-ს წევრობა არც პორტუგალიას უნდა უნდოდეს, რომელსაც საუკუნეებია, არავისთან უომია და არააგრესიული, დემოკრატიული მეზობელი, ესპანეთი ჰყავს, რომელიც თვითონაც NATO-ს წევრია.

კელი დეგნანი: ვილნიუსის სამიტიდან მკაფიო გზავნილი იყო – საქართველოსთვის NATO-ს კარი ღიაა, საჭირო რეფორმები ქვეყნის ხელშია

რა უნდა NATO-ში პორტუგალიას, თუ არც მას ემუქრებიან და არც თვითონ აპირებს ომს? ეტყობა, ბატონმა ღარიბაშვილმა არ იცის, რომ NATO თავდაცვითი, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკია და ამ ბლოკში, პირველ რიგში, დემოკრატიული ქვეყნები ერთიანდებიან, სადაც თავისუფალი არჩევნები შიშისა და მოსყიდვის გარეშე ტარდება, რაც საქართველოში არ გვაქვს.

NATO-ს ქვეყნების ამოცანაა, ბლოკში შემავალმა წევრებმა მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატიული და ეკონომიკური პროგრესი შეინარჩუნონ. NATO თავად არის მშვიდობის, სტაბილურობის და პროგრესის გარანტია.

„საქართველოსთვის უარის თქმამ, შესაძლოა, უკრაინაზე თავდასხმასაც შეუწყო ხელი – კიდევ უფრო მყარად ვიმეორებ ყოველ სიტყვას, რომელიც სამიტამდე დავწერე“ – პაპუაშვილი 

სამწუხაროდ, ბოლო წლებში განსაკუთრებით იკვეთება საქართველოდან მოსახლეობის მიგრაციის მყარი ტენდენცია და სად მიდის ეს მოსახლეობა?! – NATO-ს წევრ ქვეყნებში.

შეუძლებელია ღარიბაშვილის ამ პასაჟის სერიოზულად შეფასება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია, მაშინ ყველაფერი ლოგიკაში ჯდება!

ბატონი კობახიძის განცხადებაზე: კობახიძემ განაცხადა, რომ გვარამია, არახამია და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან. ახალი ამბავი!

ღარიბაშვილი გვარამია-არახამიას შეხვედრაზე: „ესეც მორიგი ფაქტია, ადრეც ვამბობდით, რომ მათი კოორდინაციის პირდაპირი მტკიცებულებები გვქონდა“

აბსოლუტურად ყველა, ქართველ ხალხთან ერთად, არის ერთ მხარს და „რუსული ოცნება“ არის პუტინის მხარეს, გოშია ძაღლის როლში. პუტინის ერთ-ერთი გოშიაა საქართველოში გავრილოვის ჩამომყვანი კობახიძეც.

ყველაფერი მალე შეიცვლება!“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g