მიუნხენში ოქტობერფესტის სტუმრებმა ლუდის ჭიქის მოპარვა 98 ათასჯერ სცადეს. ამის შესახებ DW.com წერს.
ორგანიზატორთა ინფორმაციით, ქალაქს წელს ლუდის დასაგემოვნებლად 6 მილიონ 700 ათასი ტურისტი ეწვია.
ფესტივალზე ჭურჭლის მოპარვა კანონდარღვევად ითვლება. ორგანიზატორები სტუმრებს ყოველთვის ურჩევენ, რომ არ გარისკონ და ჭიქები სუვენირების მაღაზიებში ლეგალურად შეიძინონ.
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ნებისმიერი საეჭვო ვიზიტორის შემოწმება შეუძლიათ. თუკი ქურდობა დასტურდება, ქურდს მინიმუმ 500 ევროთი დააჯარიმებენ.
აღსანიშნავია, რომ წელს მსგავსი დანაშაულის რიცხვი გასულ წელთან შედარებით ოთხჯერ მაინც შემცირდა. 2023 წელს ლუდის ბაკლების წაღების მცდელობა 115 ათასზე მეტი იყო.